უკრაინის რადამ სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დენოსოვას წინააღმდეგ ხმა 234-მა დეპუტატმა მისცა. მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნა მექანიზმი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებს.

“უნიანის“ ინფორმაციით, 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. კულებას თქმით, ომუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა