გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, სრულიად გამოფიტულია - ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების

ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედამ გიული ალასანიამ, ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკა „ვივამედში“ შესვლამდე განუცხადა.

ალასანიას განცხადებებით, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებით იმედი გაუჩნდა, რომ შესაძლოა მოხდეს მისი გადარჩენა.

“ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის. რომ ვზივარ და მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, ჩემთვის ძალიან მძიმეა. ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ვხედავ, რომ სრულიად გამოფიტულია.

ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების.

შეიძლება ირაკლი კობახიძემაც აზრი შეიცვალოს, გარდა ამის “ქართული ოცნებაში” სხვებიც არიან”, - განაცხადა ალასანიამ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს. როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა არის და საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მიზეზი არ არსებობს.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე 25 მაისს დააკმაყოფილა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტთან ექსპერტთა ჯგუფი სავარაუდოდ ხვალ შევა.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება ექსპერტებს და მზად არის ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღოს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა