თბილისის მერიის საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც 1 ივნისს გაიხსნება და 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობების ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქში არსებულ სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის პარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი).

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, მთელი დღის განმავლობაში კი, ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

კვირეულის ფარგლებში, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, ქართველი და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით.

4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. ფესტივალის მიზანია, საბავშვო სფეროში არსებული სხვადასხვა კომპანიის ცნობადობა გაზარდოს.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს