საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და პროფესიული კავშირის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში - CCA, დოდო აბაშიძის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და პროფესიული კავშირის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, პრეზენტაცია 1 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროფესიული კავშირის გამოწვევები, მიზნები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება და გაუმჭვირვალე რეორგანიზაციის პროცესები.

,,20:00 საათზე, ფილმის “ნეანდერტალელები საქართველოში“ ჩვენება გაიმართება, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრი მეცნიერების მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა. ფილმი ეძღვნება ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, არქეოლოგ ერეკლე ქორიძის და ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრის შაქრო ფორჩხიძის ხსოვნას. პროფესიულ კავშირში გაწევრიანების მსურველებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წესდებას და შეავსონ განაცხადი წევრობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მეცნიერების და განათლების პროფესიული კავშირი დაარსდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ინიციატივით, რაც განპირობებულია მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებული ვითარებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო