ანონსი 1 ივნისი

1 ივნისს, 10:00 საათზე, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, "საფარი", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საერთო პრესკონფერენციას გამართავენ და შეაფასებენ ნინოწმინდის პანსიონის საქმეების გამოძიების პროცესს და ისაუბრებენ დეინსტიტუციონალიზაციის შეფერხებულ პროცესზე.

მის: ჭოველიძის 4 ("ღია საზოგადოების ფონდის" ოფისი)

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

1 ივნისს, 10:30 საათზე, “ანტიკორუფციული მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა “კონსერვატიული მოძრაობის” (ალტ-ინფოს) შესაძლო უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: ფერისცვალების ქუჩა 20/22

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

1 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: " ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის შეჩერება. ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება." მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ივნისს, 11 :00 საათზე, "იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია" და უფლებამდაცველი მამისა ჯაფარაშვილი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "პანდემიის დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბანკებისა და მევახშეების სასარგებლოდ მოსახლეობის გამოსახლებების პროცესი მიმდინარეობს".

მის: ექსპო -ჯორჯიას პირველი პავილიონი

საკონტაქტო: 557 42 77 73

1 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას #7 საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555 38 22 04

1 ივნისს, 11:00 საათზე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და ორგანიზაცია "სალამი" გამართავენ ერთობლივ კონფერენციას, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებში განათლების პოლიტიკის სისტემურ გამოწვევებზე მსჯელობას მიეძღვნება.

მის: სასტუმრო "რედისონი"

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

1 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ძმების დავით და გუგა კაკულიების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 ივნისის, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

1 ივნისს, 12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, პროექტის „მოსწავლეები გადაწყვეტილებებისთვის" პრეზენტაცია გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A307)

1 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

1 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს.

მის: თბილისი, მაჩაბლის 11

1 ივნისს, 13:00 საათზე, პარტია "ლელო საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, სხდომის შემდეგ 14:00 საათზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

მის: სადგურის მოედანი 2

1 ივნისს, 13:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა კახეთში გაიმართება.

მის: თელავი, სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტ&სპა" მისამართი: ქართული უნივერსიტეტის ქუჩა

1 ივნისს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფი გამართავს მოსმენას საკითხზე - „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით"

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 ივნისს, 14:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 ივნისს, 16:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

თემა: ბავშვის უფლებები საქართველოში, ძირითადი გამოწვევები და განხორციელებული ღონისძიებები

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო