ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტის შეხვედრაზე  უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებზე იმსჯელეს

ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტმა ევროკომისიის ფარგლებში შექმნილი უკრაინის ეკონომიკური გუნდის მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელთან, იული კიელიტისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებები, ასევე უკრაინის საქართველოსა და მოლდოვას ბიზნეს წრეების ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები.

„სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მიმოიხილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენები საქართველოზე და ქართულ ეკონომიკაზე.

გიორგი პერტაიამ ხაზი გაუსვა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას.

კომიტეტის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს უკრაინის ეკონომიკური გუნდის მხარდამჭერი ჯგუფის შემდგომი სტრატეგია და სამუშაო გეგმა. განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკომიის მხრიდან, ასევე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ უკრაინის და უკრაინული პალატების მხარდამჭერ ღონისძიებებზეც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა