ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინას უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას „უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას“ მიაწვდის.

New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენი წერს, რომ აშშ-ის მიზანი უკრაინაში არის „იხილოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც აქვს საშუალებები, შეაკავოს და დაიცვას თავი შემდგომი აგრესიისგან“.

მისი თქმით, იარაღის ახალი პარტია საშუალებას მისცემს მათ, უფრო ზუსტად დაარტყან საკვანძო ობიექტებს უკრაინის ბრძოლის ველზე.

ამასთან, ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ აშშ არ აპირებს პირდაპირ ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში.

"ჩვენ არ გვსურს ომი ნატოსა და რუსეთს შორის. რამდენადაც მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღშფოთებას იწვევს, შეერთებული შტატები არ შეეცდება მოსკოვში მის გადაყენებას. სანამ შეერთებულ შტატებს ან ჩვენს მოკავშირეებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ ამ კონფლიქტში უშუალოდ არ ჩავერთვებით არც ამერიკული ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნით და არც რუსეთის ძალებზე თავდასხმით“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ამჟამად ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება აქვს განზრახული, თუმცა რუსეთის რიტორიკა “ბირთვული იარაღის ჟღარუნთან დაკავშირებით“ საშიში და უკიდურესად უპასუხისმგებლოა.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის ნებისმიერი მასშტაბით გამოყენება სრულიად მიუღებელი იქნება ჩვენთვის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის და გამოიწვევს მძიმე შედეგებს“, - წერს ბაიდენი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია