ბაია პატარაია - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს, ეს საპატრიარქოს ქვეშ არსებული პანსიონატია და არ სურთ ვინმე პასუხისგებაში მისცენ - ვაპირებთ საერთაშორისო ტრიბუნალებს მივმართოთ

"საფარის", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლების განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება მეტწილად, ფორმალისტურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა.

მათივე თქმით, ბენეფიციარებს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული და ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ.

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას განცხადებით, მათ არ აქვთ იმედი, რომ ქართულ მართლმსაჯულების პირობებში პრობლემის ობიექტურად შეფასება მოხდება და ამიტომ საერთაშორისო ტრიბუნალებისთვის მიმართვას გეგმავენ.

„მთელი ერთი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ საქმეში ჩავერთეთ, პრაქტიკულად გამოძიება არ ხორციელდება, საქმეები წინ არ მიიწევს და რაც მთავარია, ამ საქმეებს არავინ იძიებს, როგორც არაადამიანურ მოპყრობას და დამამცირებელ მოპყრობას, რასაც ბავშვები იქ განიცდიდნენ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში მათი პრობლემის ობიექტურად შეფასება მოხდება და ამიტომ ძალიან აქტიურად ვფიქრობთ იმაზე, რომ საშუალებები გონივრულ ვადაში ამოვწუროთ, რაც დარჩენილი არის საქართველოში და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტრიბუნალებს მივმართოთ. ვფიქრობ, რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოებულია, ვინაიდან ეს არის საპატრიარქოს ქვეშ არსებული პანსიონატი, მათ არ სურს პანსიონატის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცენ, საერთოდ არ აქვთ სურვილი, რომ ეს დანაშაული ობიექტურად გამოიძიონ,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, თამთა მიქელაძის განცხადებით, სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონატის ბენეფიციარების სოციალური დაცვისთვის ზომები არ მიუღია.

„პრობლემურია გამოძიების კვალიფიკაციაც და შეიძლება ითქვას, რომ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება მეტწილად ფორმალისტურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა. ამავდროულად, უნდა თქვას, რომ სახელმწიფოს ამ ბენეფიციარების სოციალური დაცვისთვის ზომები არ მიუღია, რაც ასეთი მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი იყო,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

სამი ორგანიზაცია 10-ზე მეტი დაზარალებული ბავშვის ინტერესებს იცავს.

შეგახსენებთ, მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, 2021 წლის ივნისში დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მიმართვა გახდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა