კონკურენციის ეროვნული სააგენტო - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის ეფექტური აღსრულებისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ემზადება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო, დღეიდან ამოქმედდა.

მათივე ცნობით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, ნებისმიერი ფიზიკური პირის განაცხადის განხილვას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.

ამასთან, კანონის ეფექტური აღსრულებისთვის, სააგენტო ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ემზადება და როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სააგენტო მომხმარებელთა უფლებებზე ფოკუსირებული ორწლიანი დაძმობილების „ტვინინგ“ პროექტის განხორციელებასაც იწყებს.

მისი თქმით, სააგენტოს კონსულტაციებს, ტექნიკურ მხარდაჭერას ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს.

„დღეიდან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება იწყება. საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის თაობაზე კანონქვემდებარე აქტი შემუშავდება. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისა და დანერგვის მიზნით, თანამშრომელთა გადამზადებაც იგეგმება. უკვე სექტემბრიდან კი, კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების და სხვადასხვა საოპერაციო საკითხების განსახილველად, ბიზნეს სექტორთან და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრები დაიწყება,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა