მიხეილ ჩხენკელმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნორჩ მოჭადრაკეებს პირადად მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეს ეწვია, სადაც 8 და 12-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს პირველობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ნორჩ მოჭადრაკეებს ბავშვთა დაცვის დღე პირადად მიულოცა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა.

დღესვე, მიხეილ ჩხენკელმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორებს, კესარია მგელაძეს და გაბრიელ გაბადაძეს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„მინისტრსა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 5-გზის გამარჯვებულ ნანა იოსელიანს შორის ამხანაგური ბლიც-პარტია გაიმართა.

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამ სიახლესთან დაკავშირებული დეტალები დღეს მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 5-გზის გამარჯვებულ ნანა იოსელიანთან, ქართული ჭადრაკის ლიდერ ნანა ძაგნიძესთან, საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) ვიცე-პრეზიდენტ აკაკი იაშვილთან და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა. მათ მინისტრს ინიციატივისთვის გულითადი მადლობა გადაუხადეს და დაწყებით კლასებში ჭადრაკის შესწავლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

ჭადრაკის სასახლე 27 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, 8-12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი 150-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი