მეუფე იაკობი ნიკა გვარამიაზე - ყველგან ვაფიქსირებდი, რომ ის ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა - სულ გადატრიალება-გადმოტრიალებაზე იყო

ყველგან ვაფიქსირებდი, რომ ის ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ამბობს.

„[„მთავარ არხს“]თქვენ ხომ კრიტიკულს ეძახით? რუსულ ნარატივს ატარებდა სულ, რასაც ვუყურებდი. [ნიკა გვარამია] სულ გადატრიალება-გადმოტრიალებაზე იყო - არჩევნების შემდეგ რა გააკეთა? ჯერ ხალხი არ შეუშვა პარლამენტში, მერე რომ შეუშვა, კიდევ გამოყვანა მოუნდა. ნიკა გვარამიაზე არ ვარ მაღალი წარმოდგენის.

ხალხი მას პოლიტიკურ პატიმრად არ აღიქვამს. ხალხი ფიქრობს, რომ უკეთესია მისთვის და სახელმწიფოსთვის დროებით ცოტას თუ დაისვენებს. სად ჰქონდა ისეთი ჭკუა, რამდენსაც გველაპარაკებოდა?“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ასევე შეაფასა სასამართლო სისტემა.

„იმ სასამართლოსთან შედარებით, რომელიც 2012 წლამდე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარჩა და უცბად ვერ შეცვლი, ის ძალიან შეიცვალა. დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს მას ბევრად მეტი აქვს და საქმეებიც“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს