შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, ევროკავშირს ეყოფა სიმამაცე, რომ ერთის მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორეს მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას

იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთის მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორეს მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა.

„თუკი ვინმე ახლა კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთის მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორეს მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირზე და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებს აქტიურად მართავს, საიდანაც საქართველოს მიმართ და მის ევროპულ მომავალზე მხარდამჭერი განცხადებები ისმის.

„პარლამენტი არის ამ კუთხით ძალიან აქტიური. საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობენ და ჩვენ მხარდამჭერ განცხადებას სწორედ მათგან ვიღებთ.

ჩვენ ვიცით, ეს არ არის ახალი, რომ ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიღება, 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი იღებს. ამიტომ ვიცით, რომ მათ შორის, სხვადასხვა სკეპტიკოსებიც არიან ევროკავშირის შიგნით. ვნახოთ, ჩვენ სამივე მოველით ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია