მედეა ჯანიაშვილი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, 2021 წლის ინდექსში საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ტურიზმის აღდგენის სწრაფ ტემპს და პანდემიურ პერიოდში გატარებულ სწორ ნაბიჯებს უკავშირდება.

მედეა ჯანიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის ტურიზმის ანგარიშში საქართველოს დაწინაურება შეაფასა.

„2021 წელს WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა. ძირითადად ეს პანდემიის სწორ მართვასა და ტურიზმის აღდგენის სწრაფ დინამიკაზეა დაფუძნებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება. ამ ინდექსის მიხედვით კონკურენციას ისეთ ქვეყნებს ვუწევთ და ვუსწრებთ, როგორებიც არიან: თურქეთი, ეგვიპტე, ისრაელი, ხორვატია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“ გამოაქვეყნა. რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.

საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა და WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44 ადგილზეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა