ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში მცხოვრებ მოზარდებს, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშვთა სოფელს ესტუმრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მისივე განმარტებით, დღეიდან მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით, 150 ლარამდე გაიზარდა. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს.

ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში სტუმრობისას, სოფლის ტერიტორია, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი მოზარდების საცხოვრებელ პირობებსა და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებიც ბავშვთა სოფელში ხორციელდება.

ასოციაცია „საქართველოს ბავშვთა სოფელი“ ქვეყანაში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს. ამ საოჯახო ტიპის დასახლებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 6-დან 18 წლამდე მოზარდები ცხოვრობენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს