ირაკლი კოვზანაძე - გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს

კოვიდპანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ სახელმწიფო ბიუჯეტი გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა, მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს.

„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს, რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური, არამედ მაკროეკონომიკური კუთხით - გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3 მლრდ. 688 მლნ. 100 ათასი ლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია,"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან 4 მლრდ. 266 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 275 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლები.

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა