NEXIA TA-მ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" მეწარმეთა შესახებ ახალი კანონმდებლობა წევრ კომპანიებს გააცნეს

NEXIA TA-მ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" მეწარმეთა შესახებ ახალი კანონმდებლობა წევრ კომპანიებს გააცნეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა პრობლემური საკითხები, რომელიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შედეგად გამოიკვეთა და, ძირითადად, ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაციის ან საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობას უკავშირდება.

მათივე ცნობით, შეხვედრას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი 40-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პრაქტიკის შესაბამისად წარმოედგინათ იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდება შენიშვნების საბოლოო დოკუმენტი და განსახილველად წარედგინება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„მივესალმებით NEXIA TA-ს ინიციატივას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან წარმართოს აქტიური დიალოგი „მეწარმეთა შესახებ კანონში" შესული ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ" კანონი არის ერთ-ერთი საკვანძო კანონი, რომლის გააზრება და ახალი სტანდარტების პრაქტიკაში სწორად იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია სამეწარმეო გარემოსა და, ზოგადად, ბიზნეს სექტორისთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ მსგავს ღონისძიებებზე ნათლად ჩნდება ის პრობლემები, რომელიც ახალი და უკვე მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზაციას უკავშირდება, შესაბამისად, რეალური პრაქტიკიდან წამოსული შენიშვნები უნდა გახდეს კანონმდებლობის შემდგომი ადაპტირების საფუძველი",- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს