იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს მიერ დამატებითი ჯარების განლაგება არის მცდელობა, შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია და გამორიცხული იყოს „მოსკოვში არსებული ნებისმიერი არასწორი გათვლა“

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის როლი უკრაინის დასახმარებლად შეუცვლელია და ეს ყოველდღიურად ახდენს ცვლილებას ბრძოლის ველზე. ამის შესახებ, მან ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური კიევისადმი განკუთვნილი სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი ამერიკის ლიდერობის რეალური მაგალითია.

ნატო-ს მიერ დამატებითი ჯარების განლაგება არის მცდელობა, შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია და გამორიცხული იყოს „ნატოს მზადყოფნის შესახებ მოსკოვში არსებული ნებისმიერი არასწორი გათვლა“.

უკრაინაში ომის განხილვისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ომის წამოწყებით და არ შეაფასა უკრაინელი ხალხის ძალა და ნატო-ს ერთიანობა. „პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა, ის იღებს მეტ ნატოს, მეტ ჯარს და ნატოს წევრებს“, - აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, თუ რატომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. თუ პუტინი ომს მოიგებს, მაშინ „ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ახლა უკრაინის მხარდასაჭერად ინვესტირება“.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ბრიუსელში შეხვედრას მოიწვევს, რომელსაც შვედეთის, ფინეთისა და თურქეთის მაღალჩინოსნები დაესწრებიან. ისინი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ანკარის წინააღმდეგობას განიხილავენ.

„მე მჭიდრო კონტაქტში ვარ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან და ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ ისინი ტერორისტებს უჭერენ მხარს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო