სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმთან, სადაც ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატები გადაიტანეს, ხმაური იყო

ხმაური და დაპირისპირება იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმთან, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ნაწილი გადაიტანეს.

ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რომელთაგანაც ითხოვდნენ დაზუსტებას, გადატანილ ექსპონატებს შორის იყო თუ არა ანჩისხატი და გადაეცემა თუ არა ის ეკლესიას.

„მუზეუმში რატომ უნდა გადასვენდეს, როცა აქვე შეიძლება ჩაუტარდეს გაწმენდითი სამუშაოები და პირდაპირ ტაძარში გადასვენდეს, მაგრამ არ აკეთებენ ამას.

კარტოფილს რომ იყიდიან ასეთი მანქანით გადაიტანეს ექსპონატები, ეჭვი გაგვიჩნდა, სიწმინდეებზე შეგვტკივა გული“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, 1 ივნისს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

„ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლის შემდგომ ჩატარდება გამაგრებითი და კაპიტალური სამუშაოები, რის შედეგადაც, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს სამუზეუმო სივრცეში კვლავ დაიმკვიდრებს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ფუნქციას. იგი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ექსპოზიციები, საგანმანათლებლო, საგამოფენო და საზოგადოებრივი სივრცეები.

ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება, შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტების დაცვით.

საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტის ჩართულობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით. დეტალურად იქნება გაწერილი ექსპონატების გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოებიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა