Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარედაქციო ჯგუფმა 7 რეგიონსა და 80 ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა, ბაზრის კვლევა ჩაატარა, ექსპერტთა მოსაზრებები გაითვალისწინა, რათა ის ფინანსური ინსტიტუტები შეერჩია, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო სერვისების მიწოდებას საიმედოდ უზრუნველყოფენ.

საუკეთესო კასტოდიან ბანკები შემდეგი კრიტერიუმით შეარჩიეს: კლიენტებთან ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმები, ანგარიშსწორების შემდგომ ოპერაციები, ბიზნესის უწყვეტობის გეგმები, მომხმარებელთა კმაყოფილება და ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა. საერთაშორისო გამოცემამ 2021 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდი შეაფასა.

„პანდემიამკასტოდიანი ბანკების დიჯიტალიზაციის ტემპი დააჩქარა. ბანკები ადაპტირებას აგრძელებენ, რათა საკუთარი კლიენტებისთვის, მთელს მსოფლიოში, საუკეთესო ხარისხის ფასიანი ქაღალდების სერვისები უზრუნველყონ.

Global Finance Sub-custodian Bank-ის ჯილდოები ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც მომხმარებლებს ინოვაციურ იდეებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებს სთავაზობენ,“ - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ

„შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება.

“საქართველოს ბანკი” არის ქართულ ბაზარზე წამყვანი კასტოდიანი ბანკი, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს. “საქართველოს ბანკი“ Best Sub-Custodian Bank Award-ში 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას და ამ წლების განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს