საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ტირძნისი - დიცის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ტირძნისი-დიცის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გზის ძირითადი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის გზასთან, სოფელ ტირძნისიდან იწყება და აკავშირებს სოფელ დიცთან, რომელიც დროებითი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ბოლო სოფელია. სოფელ დიცისთვის, ეს მონაკვეთი ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზაა.

პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა