გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის კონკურსი ცხადდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის, სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგი მიზნად მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ისახავს და მოიცავს, როგორც ინტერაქტიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

მათივე ცნობით, სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება/გაფართოება სურს, ბიზნეს-იდეა გააჩნია ან/და მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია აქვს.

„სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს;
  • ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და კახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა
  • ბიზნესიდეის შემუშავება
  • ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები
  • ბიზნესის სახელის შერჩევა
  • ბაზრის ანალიზი
  • ბიზნეს-მოდელის შემუშავება
  • მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა
  • სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები

ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი

პერიოდი: 27 ივნისი - 15 ივლისი

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგ-კურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ჯამში 16 მსმენელი მიიღებს.

კურსში მონაწილეობა არის უფასო.

კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს-იდეის მოკლე მონახაზი)

მეორე ეტაპი: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (ონლაინ რეჟიმში)

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge (გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია - ლალი დევიძე (577 527799; l.devidze@smr.gov.ge);

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ივნისი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია