რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ამაღლებას ულოცავს.

„დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა”,- ნათქვამია მილოცვაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს