დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა მთავარ გზას კვლავ უკრაინა აკონტროლებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთმა სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა მთავარ გზას კვლავ უკრაინა აკონტროლებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულ მხარეს წინსვლის გასაგრძელებლად მდინარის გადალახვა უქმნის ბარიერს.

„რუსეთმა სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი მოიპოვა. სევეროდონეცკის მთავარი გზა სავარაუდოდ, უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, მაგრამ რუსეთი სტაბილურ ლოკალურ მიღწევებს აგრძელებს. ეს არ ყოფილა დანაკარგების გარეშე და რუსულმა ძალებმა ამ პროცესში დანაკარგები განიცადეს. მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა, რომელიც მათი წინსვლის ღერძებისთვის ბუნებრივი ბარიერია, რუსული ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დონეცკის ოლქზე გადასვლისთვის ემზადებიან. პოტენციური გადაკვეთის ადგილები ქალაქ სევეროდონეცკსა და მის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკს შორის ადგილს და ახლახან დაკავებულ ლიმანთან ახლოს ტერიტორიას მოიცავს. ორივე ადგილას მდინარის ხაზი სავარაუდოდ, კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება, რომელთაც არსებული ხიდები გაანადგურეს. სავარაუდოა, რომ რუსეთს ხანმოკლე ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, მდინარის გადალახვისა და შემდგომი შეტევებისთვის დონეცკის ოლქში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი პოზიციები მოამზადეს. ამგვარი მოქმედებით, იქმნება რისკი, რომ დაკარგონ ის იმპულსები, რაც მათ ბოლო კვირებში მოიპოვეს“, - ნათქვამია განცხადებაში

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება