მიხეილ ხიდურელი - ჩვენ შევძელით ქვეყანაში ახალი ინდუსტრიის შექმნა, რომლის უმსხვილესი მოთამაშის „მეიჯორელის“ ოფისი დღეს უკვე ბათუმშიც გავხსენით

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია „მეიჯორელმა“ საქართველოში რიგით მეოთხე ოფისი გახსნა. თბილისის და ქუთაისის ოფისების შემდეგ, „მეიჯორელ საქართველოს“ ოფისი ბათუმში გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მოხარულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში ფართოვდება და რიგით მესამე ქალაქში ხსნის ახალ ოფისს.

„ჩვენს სააგენტოს უდიდესი წვლილი აქვს „მეიჯორელის“ ქვეყანაში შემოსვლაში. პირველივე დღიდან აქტიურად ვმუშაობდით კომპანიასთან, რომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში გაფართოებულიყო. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ბოლო ქალაქი, სადაც კომპანია ოფისს გახსნის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, „მეიჯორელ საქართველო“ საქართველოდან მნიშვნელოვან სერვისს აწვდის უმსხვილეს კომპანიებს საერთაშორისო ასპრეზზე და რაც ყველაზე მთავარია, ქმნის მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს.

„ზოგადად BPO დარგზე რომ ვისაუბროთ, რამდენიმე წლის წინ ცოტა ვინმეს თუ წარმოედგინა, რომ ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდება იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური სერვისი საქართველოში. თუმცა დღეს ეს ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ვითარდება საქართველოში. ქვეყანაში ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი ორი უმსხვილესი მოთამაშე გვყავს და ჩვენ ყოველთვიურად გვაქვს მოლაპარაკებები ახალ კომპანიებთან საქართველოში შემოსვლაზე“, - აღნიშნა ხიდურელმა.

„მეიჯორელ საქართველომ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, პირველი ოფისი თბილისში 2016 წელს გახსნა და ოპერირება ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი მხოლოდ თბილისის ოფისში უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჯამურად, კომპანია საქართველოში 3000-მდე ნიჭიერ და მოტივირებულ დასაქმებულს აერთიანებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა