გიორგი ხანიშვილი ამერიკული კომპანიის Land O’Lakes Venture37 აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული კომპანიის „Land O’Lakes Venture37“ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიმდინარეობის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მესაქონლეობის სექტორში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყნისთვის სანაშენე მეურნეობის განვითარების, საძოვრების ეფექტიანი მართვის, ცხოველთა საკვები ბაზის რაოდენობის გაზრდის და საკვები ბაზის შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობის საკითხი.

როგორც ჯონ ელენბერგერმა აღნიშნა, სექტორში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებულ პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37 „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა