ივანე ჩხაიძე - დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და „მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს აღმოაჩენს, ასევე სრული მზადყოფნაა, რომ ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს.

„ორი პრობლემა, რომელიც აქცენტირებული იყო ბოლო 2 კვირა - დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები ბავშვებში და „მაიმუნის ყვავილი“ მოზრდილებში, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ამასთან, აღნიშნავს, რომ „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ამასთან, განმარტავს, რომ თუ „მაიმუნის ყვავილი“ უფრო მეტი გავრცელებას მიიღებს, მაშინ აქვს აზრი ვაქცინის შექმნას.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“.

ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია