სააკაშვილის ადვოკატი - არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარებას კლინიკაში, ეს შემოთავაზება ყველა შემთხვევაში, უბრალოდ უშედეგო იქნება

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე სასამართლო სხდომებს დაესწროს, თუმცა მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს.

"მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე, სასამართლოში გამოდიოდა სიტყვით, შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღება მომავალშიც გააგრძელოს, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს.

უბრალოდ არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლის საკითხს და ამიტომ ეს შემოთავაზება, ყველა შემთხვევაში, უბრალოდ უშედეგო იქნება. შესაბამისად, იქამდე მოცდა მოგვიწევს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას არ მისცემს", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო, რადგან სააკაშვილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი გასვლით რეჟიმში კლინიკაში გამართულყო, თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, ექსპრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა მიიღოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო