ანრი ოხანაშვილი - უკაცრავად, თუ ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას", მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ

უკაცრავად, თუკი ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას", მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როცა ფაქტების საწინააღმდეგოდ განცხადებები ისმის ვინმეს მხრიდან, ამაზე ადეკვატური შეფასების უფლება მათ აქვთ მაშინ, როცა საერთაშორისო დოკუმენტებში რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული.

„თუკი ვინმე ამაზე გააკეთებს განცხადებას და ჩვენ ფაქტებით შევაფასებთ, რატომ მიგაჩნიათ ეს ხისტ განცხადებად? ეს არის სამწუხარო, როცა ფაქტი ერთია და სხვა შეფასება გვესმის. უკაცრავად, თუკი ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას", მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას და აღნიშნა, რომ როცა ინდივიდუალურ განცხადებებზეა საუბარი, აუცილებელია ფაქტებზე ვისაუბროთ, ამ კონტექსტში ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს.

"ინდივიდუალურ განცხადებებს რაც შეეხება, ალბათ, საჭიროა, ვისაუბროთ ფაქტებზე. ერთია შეფასება და მეორეა კონკრეტული ნაბიჯები, რა არის გაკეთებული. 2022 წლის აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზგასმულია რეფორმების მნიშვნელობა, საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, რეგლამენტის ახალ რედაქციაზე, რომელმაც საპარლამენტო ზედამხედველობა გააძლიერა, განვახორციელეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეფორმირება და შემოვიტანეთ უპრეცედენტო მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ გამჭვირვალობას, შევძელით და განვახორციელეთ ამბიციური საარჩევნო რეფორმა ოპოზიციის ჩართულობით. ეს ყველაფერი შეფასებულია საერთაშორისო დონეზე და ასახულია ასევე რეზოლუციაში. ესაა კონკრეტული რეფორმების აღიარება, რადიკალურმა ოპოზიციამ კი თავის დროზე არც საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი, არც რეგლამენტის ახალ რედაქციას და ამბიციურ საარჩევნო რეფორმას. ამიტომ აქ გვაქვს აღქმები, რომელსაც უპირისპირდება ფაქტები, მათ შორის, ევროსაბჭოს დონეზე მიღებული რეზოლუციები", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი