კონსტანტინ კოჩიევი - შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია უცხოელი აქტორების მოწოდებები საქართველოსადმი, გამოიყენოს არსებული მომენტი ძალისმიერი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად

ჟენევის დისკუსიებს, როგორც მოლაპარაკების პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ დიალოგს თბილისსა და ცხინვალს შორის, ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის დისკუსიებზე კონსტანტინე კოჩიევმა ცხინვალში განაცხადა, სადაც ის შეხვდა თანათავმჯდომარეებს ეუთოდან, გაეროდან და ევროკავშირიდან.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის შემუშავებაში პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

„უსაფრთხოების გაძლიერება ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანია. ჩვენ შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია უცხოელი აქტორების მოწოდებები საქართველოსადმი, გამოიყენოს არსებული მომენტი ძალისმიერი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ასევე უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის აქტიური განვითარება, რაც ასევე ზრდის უსაფრთხოების რისკებს კავკასიის რეგიონში“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან უკანასკნელი თვეების განმავლობაში გარკვეული „თავშეკავებულობა და წინდახედულობა“ შეიმჩნევა, რაც „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებისთვის გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო