პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია 7 ივნისს გაიმართება

პროფკავშირების გაერთიანებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.

პროფკავშირების ინფორმაციით, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ - პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია 7 ივნისს, 12:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან დაიწყება და მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტრომდე გაგრძელდება. ექიმებისა და მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების ზრდაა.

„ექიმები და მძღოლები ითხოვენ სახელფასო ანაზღაურების 100 პროცენტით ზრდას. ისინი ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და მათი შრომითი უფლებები დაცული და დაფასებული უნდა იყოს. პროფკავშირების გაერთიანება და მედიცინის პროფკავშირი მზად ვართ, კანონის ფარგლებში ყველანაირი, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ მედპერსონალს“ - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.

მათივე ცნობით, სამინისტროსთან მისული აქციის მონაწილეებისა და პროფკავშირების გაერთიანების საინიციატივო ჯგუფი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნის წერილი პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა მედიცინის პროფკავშირის ხელმძღვანელთან, ირაკლი ამირანაშვილთან ერთად უკვე შეადგინა და სამინისტროს დღესვე გადაეგზავნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო