ოჯახის წევრები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.

"ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთან. გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან", - აცხადებს ლაშა ქევანიშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობლის გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად გაწერილი ჰქონდა.

"დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი", - აცხადებს გიორგი წიკლაური.

ილია ელოშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ დათუკიშვილი აცხადებს, რომ ილია თავის მეგობრებთან ერთად ყაზბეგში, წვერის მამაწმინდას ეკლესიას აშენებდა, რომლის პროექტიც მზად იყო.

"გამორიცხულია სუიციდი, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია. ამ დღეებში ყაზბეგში ასვლას ვაპირებდით, რადგან ხევში ვაშენებდით ეკლესიას. პროექტი მზად იყო და ვიწყებდით მშენებლობას. ამ ეკლესიას ილიას სახელზე მაინც ავაშენებთ", - ამბობს მალხაზ დათუკიშვილი.

ილია ელოშვილი პირველ ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება