ოთარ შამუგია - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას  და გვექნება ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის რეგიონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ეცნობა და ფერმერებს ხვდება.

ოთარ შამუგიას განცხადებით, გაგრძელდება ფერმერების მხარდაჭერა და იქნება ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავიწყეთ იმ ფერმერების მხარდაჭერა, რომელთაც მცირე ნაკვეთები აქვთ და არა აქვთ წვდომა სესხებზე. ფერმერები პროგრამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 7 მლნ ლარის საქონელი უკვე შესყიდულია. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ფერმერებს, შეუმცირდეთ ხარჯები და აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ და გვექნება ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციის ფონზე, როცა ფასები მზარდია როგორც საწვავზე, სასუქებზე და სხვა პროდუქტებზე, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა