სამინისტრო - ბოლო 9 წელში კახეთის რეგიონში, ღვინის წარმოების მიზნობრიობით, გაიცა 242 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 46 მლნ  ლარს აღემატება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „ჯი.ერ.ვი“ ღვინის საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების შექმნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანიის „ჯი.ერ.ვი“ ღვინის საწარმო ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ახორციელებს. თანამედროვე წარმოების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა მევენახეებმა შეძლონ ხარისხიანი ყურძნის შესაბამის ფასებში ჩაბარება, რომ მივიღოთ ხარისხიანი ღვინო და გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების განცხადებითვე, კომპანიამ „ჯი.ერ.ვი“ შეღავათიანი აგროკრედიტით ღვინის წარმოების განვითარების მიზნობრიობით ისარგებლა. ამასთან, ღვინის საწარმოს შექმნისათვის, ჯამური ინვესტიცია 13 მლნ ლარი განხორციელდა. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, რომლის წარმადობა 4,000 ტონა ყურძნის გადამუშავებაა, მუდმივად 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 40. კომპანია წარმოებული ღვინის ექსპორტს ახორციელებს აშშ-ის, ჩინეთის და ევროპის ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან, ღვინის წარმოების მიზნობრიობით, ბანკების მიერ გაიცა 242 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები; სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 46 მლნ ლარს აღემატება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა