პრემიერ-მინისტრი ბრატისლავას სასახლეში გამართულ გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება, რომელზეც ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების მეთაურები და დელეგატები იყვნენ მიწვეული, ბრატისლავას სასახლეში გაიმართა.

დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე, ჩეხეთის და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო გადაეცა უკრაინელ ხალხს. ჯილდო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და დემოკრატიაში, უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა გადასცა. დღეს ჯილდო ასევე გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ეროვნული ოფისის დირექტორს, ბრიგადის გენერალს კარელ ჟეჰკას.

GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, ფორუმის დელეგატებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა