„საქსტატის“ ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% - მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი მცირე ბიზნესზე მოდის

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 14.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია.

„2022 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 66.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.1 პროცენტი, საშუალოზე - 23.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.5 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წლის I კვარტალში 22.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 14.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.9 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2022 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 673.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი - კაცი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი მცირე ბიზნესზე მოდის. „საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 637.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 889.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.7 პროცენტით მეტი). 2022 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 479.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 196.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 186.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 566.5 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 776.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 170.9 ლარი.

2022 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.6 პროცენტი მოდის ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 4.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.3 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2022 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.9 პროცენტი) და ვაჭრობა (17.6 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (14.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.4 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2022 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.6 პროცენტი, 13.0 პროცენტი და 10.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (4.7 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაციის (4.6 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში თბილისი ლიდერობს 77.2 პროცენტით. შემდეგ მოდის იმერეთი – 5.5 პროცენტით; აჭარის ა.რ. – 5.4 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.1 პროცენტი.

ამასთან, რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 61.2 პროცენტი; ქვემო ქართლი – 10.1 პროცენტი; იმერეთი – 8.4 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 8.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.7 პროცენტი.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.9 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი; იმერეთი – 7.1 პროცენტი; ქვემო ქართლი – 6.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია