სახელმწიფო ტყის ფონდში მძიმე ტექნიკით უნებართვოდ გადაადგილების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის ფონდში 8 მუხლუხიანი ტრაქტორი დალუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებები აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო სატყეო ფონდში გამოავლინეს მძიმე ტექნიკა. რომლებიც უკანონოდ გადაადგილდებოდა. სამართალდამრღვევების ძირითადი მიზანია ტყეში უკანონო გზების მიყვანა და შემდგომ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოზიდვა. მსგავსი ფაქტების გამოვლენა უმნიშვნელოვანესია უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით უნებართვოდ შესვლა-გადაადგილების ფაქტები გამოავლინეს თიანეთის მუნიციპალიტეტში, კინთის მთის ტერიტორიაზე, ტყის ფონდში. მოქალაქეები კუთვნილებაში და დროებით სარგებლობაში მქონე მუხლუხიანი 3 ტრაქტორით გადაადგილდებოდნენ, რის გამოც სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 128(6) მუხლის პირველი ნაწილით. ამასთანავე, დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტრაქტორების გადაადგილების შედეგად მოხდა მიწის ნაყოფიერი ფენის (ჰუმუსი) გაუვარგისება. შესაბამისად, სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითაც შედგა.

5 ტრაქტორი დაილუქა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ: კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტის სატყეო უბნის თანამშრომლებმა, ახმეტის სატყეო უბანზე მუხლუხიანი მძიმე ტექნიკის უნებართვოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული ტექნიკის მიერ მოგლეჯილია რამდენიმე ძირი რცხილის სახეობის ხე-მცენარე, ასევე მოხსნილი და გადაადგილებულია მიწის ნაყოფიერი ფენა.

ხაშურის სატყეო უბნის ძამის სატყეოში, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მუხლუხიანი ტრაქტორები, რომლებითაც მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვას ახორციელებდნენ.

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კი, ზოტის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების 2 ფაქტი გამოავლინეს. ასევე დალუქულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც სამართალდამრღვევი 12,74 კუბური მეტრი მოცულობის ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეების გადაზიდვას ახორციელებდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია