აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს  ეროვნული პლატფორმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერლაიენს მიმართავს.

„უკრაინაში, რუსეთის მიერ გაჩაღებულმა, უსამართლო და დაუნდობელმა ომმა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხის მიერ არაერთგზის გამოხატული ნების სისწორეში, ევროპული არჩევანის შესახებ. ქართველების ევროპული არჩევანი არა მარტო დემოკრატია და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და სოციალური სამართლიანობა, ჯანსაღი გარემო და გენდერული თანასწორობაა, არამედ მშვიდობიანი თანაცხოვრებაა ცივილურ საზოგადოებებსა, თუ დემოკრატიულ სამყაროსთან.

აღმოსავლეთ ევროპის სამივე ქვეყანას, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადები ერთდროულად გადაეცა ევროპულ მხარეს, სწორედ ცივილიზაციური, თავისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გამო სჯის რუსეთის ხელისუფლება. სჯის ტერიტორიების ანექსიით, სამხედრო გადატრიალებით, თავხედური სამხედრო ინტერვენციებით, ეკონომიკური თუ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით. რუსეთს მიაჩნია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მუდმივად მისი გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ, მეტიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთოდაც ეჭვისქვეშ აყენებს უკრაინისა და უკრაინელების, როგორც სუვერენული სახელმწიფოსა და ხალხის, არსებობას. მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორისა თუ სხვადასხვა შეცდომებისა, სამივე ქვეყანამ, მნიშვნელოვანი რეფორმების გზით, სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ჩვენი ხალხებისთვის სტიმულის მომცემი არის ის, რომ საზოგადოებას ღრმად სწამს, რომ ჩვენ ევროპული ერები ვართ და ჩვენი ადგილი ევროპაშია.

ამჯერად ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოგიწოდებთ თქვენ და სრულიად ევროკომისიას, გადადგათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მშვიდობის, დემოკრატიისა და სტაბილური აწმყოსა და მომავლისთვის და დაუჭიროთ მხარი ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც იქნება ჩვენი ხალხებისთვის დიდი იმედი და განვითარებისკენ მიმართული ახალი და მძლავრი იმპულსი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ფონდილიბერალურიაკადემიათბილისი
  2. საქართველოსმწვანეთამოძრაობა/დედამიწისმეგობრებისაქართველო
  3. ჟურნალისტიკისრესურსცენტრი
  4. საქართველოსბიზნესსაკონსულტაციოორგანიზაციებისასოციაცია
  5. მერეთისმხარისმეცნიერთაკავშირი ,,სპექტრი”
  6. ადგილობრივიდემოკრატიისსააგენტოსაქართველო
  7. სამეცნიერო-ინტელექტუალურიკლუბი „თაობათადიალოგი“
  8. სამცხე-ჯავახეთისრეგიონულიასოციაცია „ტოლერანტი“
  9. საზოგადოებრივიდამცველი
  10. საქართველოსპროფესიულიკავშირებისგაერთიანება
  11. საქართველოსსტრატეგიისადასაერთაშორისოურთიერთობებისკვლევისფონდი
  12. სამართლიანიარჩევნებისადადემოკრატიისსაერთაშორისოსაზოგადოება
  13. ადამიანისუფლებათაცენტრი
  14. ევროკავშირი-საქართველოსბიზნესსაბჭო
  15. სამოქალაქოსაზოგადოებისინსტიტუტი
  16. ახალგაზრდულიალტერნატივა
  17. საერთოსამოქალაქომოძრაობა ”მრავალეროვანისაქართველო”
  18. კავკასიისგარემოსდაცვითიარასამთავრობოორგანიზაციებისქსელი
  19. ფონდი ”სამოქალაქოგანათლებისგანვითარებისმულტიეთნიკური

რესურსცენტრი”

  1. გეოპოლიტიკურიკვლევებისსაერთაშორისოცენტრი
  2. ჯუნიორეჩივმენტისაქართველო
  3. ფონდიკავკასიისეკოლოგია
  4. ლევანმიქელაძისსახელობისფონდი
  5. საქართველოსსტრატეგიულიკვლევებისადაგანვითარებისცენტრი
  6. ქალთაპოლიტიკურირესურსცენტრი
  7. ცენტრიემპათია
  8. ასოციაციაელკანა
  9. ადამიანისუფლებებისკვლევისცენტრი
  10. გარემოსდაცვითისაერთაშორისოკვლევითიცენტრი
  11. კვლევებისტექნოლოგიებისდაინოვაციებისხელშემწყობისაერთაშორისო

ცენტრი.

  1. ასოციაცია "მერკური"
  2. დემოკრატიულიინიციატივებისცენტრი
  3. მეწარმექალთაფონდი
  4. საქართველოსპოლიტიკისინსტიტუტი
  5. ფონდი ,,ადგილისდედა''
  6. საქართველოსგეოსტრატეგიულიდაევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის

კვლევების ინსტიტუტი

  1. „უფლებები საქართველო“
  2. ენერგოეფექტურობისცენტრი
  3. თომასჯეფერსონისკვლევითიცენტრი
  4. ადამიანისჰარმონიულიგანვითარებისხელშემწყობისაზოგადოება“
  5. სტუდენტურ-ახალგაზრდულისათათბირო
  6. ელექტრონულიმმართველობასაქართველო
  7. ასოციაცია ,,დეა"
  8. ნაციონალიზმისადაკონფლიქტებისკვლევისინსტიტუტი
  9. ძეგლებისადაღირსშესანიშნავიადგილებისსაერთაშორისოსაბჭოსსაქართველოს

ეროვნული კომიტეტი

  1. ანალიტიკურიცენტრიმსოფლიოგამოცდილებასაქართველოსთვის
  2. „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
  3. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის”
  4. მწვანეალტერნატივა
  5. ადამიანისუფლებებისდაცვისადაპატიმართასოციალურიუზრუნველყოფის

საერთაშორისო ორგანიზაცია

  1. საქართველოსპედაგოგთადამეცნიერთათავისუფალიპროფკავშირი
  2. ფერმერთაუფლებებისდაცვისასოციაცია
  3. "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"
  4. საქართველოსსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტო
  5. ასოციაციასკოლა-ოჯახი-საზოგადოება
  6. საქართველოსსამოქალაქოგანვითარებისასოციაცია
  7. ასოციაცია „მწვანეტალღა“
  8. ჟურნალისტურიკვლევისცენტრი
  9. ასოციაციამშვიდობიანიდასაქმიანიკავკასია
  10. ფონდისოხუმი
  11. ასოციაცია HERA XXI
  12. ახალგაზრდულიასოციაცია „დრონი“
  13. კავკასიურიმოზაიკა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა