მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ გამართული ტრენინგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მდგრადი საჯარო შესყიდვები საჯარო შესყიდვის განხორციელებისას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა „მწვანე“, ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვები, სოციალური და შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები.

„საჯარო უწყებებში მდგრადი საჯარო შესყიდვების პროცესის სრულყოფისთვის, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მეთოდოლოგიის გაცნობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომების სწორ და წარმატებულ იმპლემენტაციას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ტრენინგის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მდგრადი საჯარო შესყიდვების არსს და მის სარგებელს, დასანერგად გადადგმულ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტებს გაეცნენ.

„აღნიშნული ტრენინგი ევროკავშირის EU4Environment პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამასთან (UNEP) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომებისა და დებულებების დანერგვის ხელშეწყობას. ასევე, მდგრადი საჯარო შესყიდვების ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე დარასი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონული კოორდინატორი კლიმატის ცვლილებისა და რესურსეფექტურობის მიმართულებით რიე ცუცუმი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა