მოქალაქეები, აქციაზე „ერთად ევროპისკენ“, ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან

მოქალაქეები, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, აქციას “ერთად ევროპისკენ” გამართვენ, სადაც ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მოქალაქეებმა, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმისათვის რომ შენარჩუნდეს თვითმყოფადობა, ქართველობა, საქართველო, ქართული ენა და კულტურა - ევროპისკენ უნდა წავიდეთ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გოგი ხოშტარიამ განაცხადა, ახალი მონღოლები გვემუქრებიან რუსეთის სახით.

“რას სჩადიან უკრაინაში. ნაკლებს ჩაიდენენ და სიამოვნებით არ ჩაიდენდნენ საქართველოში? უნდა იცოდნენ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად”,- განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის,ყოფილი მინისტრის იულონ გაგოშიძის განცხადებით, საქართველოში ევროპულ გზას დღეს საფრთხე ემუქრება.

“დღეს, აქ, ყველა თაობის მოქალაქე შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, შევუერთდეთ ევროპულ მძლავ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელისმოწერით ვადასტურებთ. კვირას, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს, პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით. ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს . ვიწვევთ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნის”,- ნათქვამია მიმართვაში , რომელიც შეკრებილებს, სტუდენტმა, მარიამ ჯოჯუამ გააცნო.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია