საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2022 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შევიდა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კონკურენციის ეროვნული სააგენტო კანონის აღსრულებას - საჩივრის მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას, 2022 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1-ელი ივნისიდან 1-ელ ნოემბრამდე, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი დეპარტამენტის ჩამოყალიბებას, თანამშრომელთა გადამზადებას და კანონქვემდებარე ინსტრუქციების მომზადებას.
„2022 წლის სექტემბრიდან, იგეგმება საკონსულტაციო და საკომუნიკაციო შეხვედრები - ბიზნეს სექტორთან, ვაჭრობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან და მომხმარებელთა ჯგუფებთან.
ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მომხმარებლებს - განმარტებისთვის, დეტალური ინფორმაციის მისაღებად - შეგიძლიათ დაგვირეკოთ (032) 2 440-770 ან მოგვწეროთ info@gnca.gov.ge . საკონტაქტო პირი - ნინო ჭიჭინაძე.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს და განიხილოს რეკომენდაცია/წინადადებები რომელიც კანონქვემდებარე ინსტრუქციების სრულყოფილად მომზადებისთვის მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევლოთ სააგენტოს ვებსაიტზე - www.gnca.gov.ge და ასევე ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency