ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 67-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 67-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთში, ერევანში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული დაესწრო.

„კომისიის სხდომას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროების და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სადისკუსიო პანელები, სადაც ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის ინიცირებული რიგი პროექტები განიხილეს. მხარეებმა ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის დინამიკის, არსებული გამოწვევებისა და მდგრადი ტურიმის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინიციატივებზე იმსჯელეს“,- ნათქვამია ინფრომაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა