ირაკლი ღარიბაშვილი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან. ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა