GIPA-მ პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

2 ივნისს GIPA-მ პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს GIPA-ს სოციალური მეცნიერებების სკოლის კამპუსი, შეხვდნენ GIPA-ს რექტორს, მაკა იოსელიანს, სოციალური მეცნიერებების სკოლის ადმინისტრაციას და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, GIPA-ს პროფესორს - გიორგი მარგველაშვილს.

„აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგად, პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებმა სწორედ GIPA-ში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს. ვიზიტი გაიმართა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) თანამშრომლობით.

GIPA და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) 2016 წლიდან თანამშრომლობენ და დღემდე, მრავალ ერთობლივ პროექტს ახორციელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა