გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის, მუდმივად მაქვს შიში, რომ ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. როგორც მან კლინიკა „ვივამედში" მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

„საკმაოდ სუსტად არის, მუდმივად მაქვს შიში, რომ შეიძლება ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს. ამიტომ, ძალიან მეშინია ამ პროცესის, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს სწორედ საზღვარგარეთ გადაყვანა", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს, გიული ალასანიას თქმით, ყველა ექსპერტი თითქმის ერთი და იმავეს აღნიშნავდა.

„არ ვიცი რას დაწერს ექსპერტიზა, ჯერჯერობით რაც დაწერეს და ძალიან ბევრმა ექიმმა გასინჯა, დაახლოებით ერთი და იმავეს წერდნენ, მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ მომავალი უნდა იყოს ხვალ, ზეგ იმიტომ, რომ ამის გადადება აღარ შეიძლება, თუ უნდათ, რომ ადამიანმა იცოცხლოს და გადაარჩინონ, მაშინ ეს პროცესი ძალიან უნდა დაჩქარდეს",-აცხადებს ალასანია.

ამასთან, მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა და არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე პოზიცია შეიცვალოს. „არ არის გამორიცხული, ვფიქრობ, ეს ასეც უნდა მოხდეს",-განაცხადა ალასანიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა