ირაკლი ღარიბაშვილი - ეს ინფორმაცია არ არის სწორი, რომ დაპირისპირების დროს ოპერატორი მოკლულია - პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ, ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში პანელზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომ საქართველოს მთავრობამ თბილისი „პრაიდის" მიმდინარეობისას აქტივისტები არ დაიცვა, რამაც ოპერატორის სიკვდილი გამოიწვია, გაიმეორებდა თუ არა ხელისუფლება იმავე შეცდომას, უპასუხა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და აღნიშნა, რომ 5 ივლისის მოვლენების ყველა დამნაშავე ახლა ციხეშია.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა მოქალაქეს იცავს და მსგავსი პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებშიც არის.

„პირველ რიგში უნდა შეგახსენოთ, რომ 2014 წელს, ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა და რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანაში, თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი, ამ საკითხთან დაკავშირებით არის გარკვეული პრობლემები, გარკვეული გამოწვევები.

ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ბატონმა განაცხადა, რომ ამ დაპირისპირების დროს ოპერატორი მოკლულია. არ მინდა ყველა დეტალით შეგაწუხოთ, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ და ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული, ციხეში არიან.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სხვა რაიმესი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი, რომელიც არსებობს საქართველოში, თითოეულ მოქალაქეს იცავს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა