ოკუპირებული ცხინვალის КГБ არ ადასტურებს რუსი პოლიტოლოგის ინფორმაციას, რომ „ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი რუს პოლიტოლოგს სერგეი კარნაუხოვს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლად არჩეული „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი სამხრეთ კავკასიაში „საქართველოსა და ამერიკის ინტერესებს ლობირებს“.

„ამ კონტექსტში კომიტეტი აღნიშნავს, რომ მსგავსი გამონათქვამი არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას, ასევე ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საერთო კონტურების ფორმირებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

КГБ -ში განაცხადეს, რომ „არ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას ალან გაგლოევის კავშირებზე საქართველოს და უცხოეთის სპეცსამსახურებთან“.

„კანონის შესაბამისად ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომელიც გამორიცხავს უმაღლეს თანამდებობაზე ისეთი ადამიანის მოხვედრას, რომლის ბიოგრაფიაშიც შესაძლოა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ნიშნები“, - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე ცნობით, გაგლოევი КГБ-ს ოფიცერია, რომელიც 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რა დროსაც „მისმა ოჯახმა მძიმე დანაკარგი განიცადა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო