თსუ-ს აკადემიური საბჭო - საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა

თსუ-ს ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბოლო პერიოდში სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე - ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით. საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და საგამოცდო პერიოდის დაგეგმვის შესახებ.

როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა.

„აკადემიური საბჭო ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ამიტომ მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნას.

გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესების მიღმა, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო რეკომენდაციას აძლევს თსუ-ს ადმინისტრაციას, რომ სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესთავაზოს თსუ საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) უფასოდ განთავსება ერთი თვით. ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.

ამასთანავე, აკადემიურმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები ჩატარდეს (გამოცდების ორგანიზება მოხდეს) იმგვარად, რომ სტუდენტებმა მარტივად მოახერხონ გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება.

თსუ-ს აკადემიური საბჭო იმედოვნებს, რომ გაზაფხულის სემესტრის როგორც სასწავლო, ისე საგამოცდო პროცესი წარიმართება სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობითა და თანამშრომლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია