გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ თვალთმაქცობს, რომ ვითომ უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებს, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

„ქართული ოცნება“ თვალთმაქცობს, რომ ვითომ უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებს საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჩართვისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დარჩეს პირისპირ რუსეთთან.

„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ცალსახად დაინახა, ვის უნდა გულწრფელად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ვინ თვალთმაქცობს, „ქართული ოცნება“ თვალთმაქცობს, რომ ვითომ უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებს საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და საბოლოო ჯამში დაგვტოვოს პირისპირ რუსეთთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან მან ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიტანა.

„ტყუილს თვითონ იგონებენ და იმაზე ლაპარაკობენ 15 წუთი პარლამენტში, ეს ხომ ყველას დაფიქსირებული გაქვთ, არა? არაერთხელ ამაში გამოვიჭირეთ, ბოდიში აქვს მოსახდელი ბატონ კობახიძეს, არცერთი მტკიცებულება არ მოუტანია ოპოზიციას რომ ბრალს გვდებდა ნეგატიურ ქმედებაში, აი, ჩვენ კი მტკიცებულებები არაერთი მოვიტანეთ, რომ არაფერს არ აკეთებენ. რატომ არ არის არცერთი ოფიციალური განცხადება, სადაც მათი სამუშაო ჩანს, ქმედებები ჩანს იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შედეგი?“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა