ნიკოლოზ სამხარაძე ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა

ბრატისლავაში მიმდინარე გლობსეკის ფორუმის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე. ოლექსანდრ მერეჟკომ ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან თავდაცვითი ომის წარმოებაზე.

კოლეგებმა განიხილეს საპარლამენტო ასამბლეებზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლის და თანამშრომლობის აუცილებლობა.

„გლობსეკის ფარგლებში შევხვდი ჩემ კარგ მეგობარს და კოლეგას, ოლექსანდრ მერეჟკოს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ როგორც პრობლემური თემების აღმოსაფხვრელად, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების შესასრულებლად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა