თემურ ნოზაძე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

თბილისის გრან სლემის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონი 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე გახდა, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში გიორგი სარდალაშვილს სძლია. ნოზაძემ ამ გამარჯვებით შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

-66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ვერცხლის მედალი გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა, რომელიც ფინალში ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.

​კიდევ ერთი მედალი საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოუტანა. გრან სლემის ბრინჯაოს ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები მედლების საერთო ჩათვლით პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე - კოსოვო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა